წმიდა იოანე ნათლისმცემელი
ისრაელთა ქვეყანაში
ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მას ჰყავდა მეუღლე, რომელსაც ელისაბედი ერქვა.
ორივე ღვთისმოყვარულნი და სიკეთით აღსავსენი იყვნენ. მათ ღრმა მოხუცებულობამდე შვილი
არ ჰყავდათ და ძალიან წუხდნენ ამაზე. ისინი მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მიეცა მათთვის
შვილი. მათი თხოვნა კი დიდხანს უყურადღებოდ რჩებოდა. ბოლოს უფალმა წყალობის თვალით
გადმოხედა და აუსრულა ნატვრა.
წმიდა იოანე ნათლისმცემელი, მე-17 ს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი |
ერთხელ ზაქარია
წირვაზე იდგა და საკურთხეველში აკმევდა. ამ დროს უეცრად ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
„ნუ გეშინია, ზაქარია.
უფალმა შენი ვედრება ისმინა. შენ გეყოლება ძე, რომელსაც იოანეს დაარქმევ. იგი იქნება
დიდი მქადაგებელი, მაცხოვრის წინამორბედი, რომელიც მოამზადებს ხალხს მის მისაღებად.“
გაკვირვებულმა ზაქარიამ
ვერ დაიჯერა ანგელოზის ნათქვამი და უთხრა: „რაღა დროს ჩვენი შვილია? მე და ჩემი მეუღლე
უკვე ღრმად მოხუცებულები ვართ.“
მაშინ ანგელოზმა
უპასუხა: „მე მთავარანგელოზი გაბრიელი ვარ, ღვთის წინაშე მდგომარე. უფალმა გამომგზავნა,
რომ გახარო ეს ამბავი და რადგან არ დაიჯერე ჩემი სიტყვა, მეტყველების უნარს დაკარგავ
მანამ, ვიდრე შვილი არ შეგეძინებათ.“
თქვა ეს ანგელოზმა
და გაუჩინარდა.
ზაქარიამ მაშინვე
დაკარგა მეტყველების უნარი და გამოვიდა საკურთხევლიდან.
მთავარანგელოზის
სიტყვა მალე აღსრულდა. მეცხრე თვეს ზაქარიასა და ელისაბედს ვაჟიშვილი შეეძინათ. მაშინდელი
წესის მიხედვით ახალშობილისთვის მერვე დღეს უნდა დაერქმიათ სახელი. ებრაელთა სჯულის
მიხედვით ბავშვისთვის მამის სახელის დარქმევა უნდოდათ ნათესავებს.
ელისაბედმა კი თქვა,
რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა ყოფილიყო. დამუნჯებულმა მამამაც მოითხოვა დაფა და დაწერა,
რომ იოანე იყო ახალშობილის სახელი.
უცებ ზაქარიას მეტყველების
უნარი დაუბრუნდა და ღვთის დიდება და წინასწარმეტყველება დაიწყო.
ამის მნახველნი
გაკვირვებულები იყვნენ და ამბობდნენ: „ახლადდაბადებული ბავშვი საოცარი ვინმე იქნება.“
წმიდა იოანე ნათლისმცემელს,
პატარას გარდაეცვალა მშობლები. იგი უდაბნოში იზრდებოდა, მარხულობდა, ლოცულობდა და საქადაგებლად
ემზადებოდა.
No comments:
Post a Comment